ანდრეა ანიელის იუვენტუსში დაბრუნება სურს
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტელომ დაადასტურა, რომ ანდრეა ანიელის იუვენტუსში დაბრუნება სურს.
„ჯონ ელკანმა გასულ წლებში ანდრეა ანიელის შეცდომებით ისარგებლა და იუვენტუსზე კონტროლი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება.
„ანიელიმ გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა მან იუვენტუსში წარმატების ეპოქა შექმნა, ელკანს კი ფეხბურთის არაფერი გაეგება და ეს გუნდის შედეგებზეც აისახება.
„ანდრეას იუვენტუსში დაბრუნება სურს, თუმცა სანამ ელკანი გუნდის საქმეებში ერევა, ეს შეუძლებელია. ჯონმა იუვენტუსის მმართველობა ანიელის ან სრულად უნდა გადააბაროს, ან გუნდი საბოლოოდ გაყიდოს, რადგან მათი ერთად მუშაობა წარმოუდგენელია.
„ასეა თუ ისე, იუვენტუსმა ეს ექსპერიმენტალური სვლა და პროექტი უნდა დაასრულოს. ბიანკონერი გამარჯვებისთვის არის შექმნილი და ბოლო წლებში არსებული სიტუაცია მიუღებელია.“