ანიელი და კლოპი იუვენტუსის რიგებში…
გავლენიანი ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილ პრეზიდენტს ანდრეა ანიელის ტურინული გრანდის სათავეში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, ანიელი რამდენიმე საინვესტიციო კომპანიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და მათი დახმარებით Exor-ისგან იუვენტუსის აქციების საკონტროლო პუნქტის გამოსყიდვა სურს.
გამოცემის ინფორმაციით, გუნდში ანიელის დაბრუნების შემთხვევაში ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის მიყვანას ეცდება…