TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალტობელი:“ სპალეტის პროექტი იტალიის ნაკრებში დასრულდა“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ალტობელიმ ლუჩიანო სპალეტის ნაკრების დატოვებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მეტი უნდა გვეჩვენებინა. გუნდმა პლეი-ოფის საგზური ბოლო წამს მოიპოვა, სადაც შვეიცარიამ გაცილებით კარგად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა თუ მათი დამარცხება არ შეგვიძლია, გარკვეული კითხვები ჩნდება.

„სპალეტი ? მისგან ბევრჯერ მოვისმინე, რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო არ ჰქონდა და შესაბამისი ფეხბურთელები არ ჰყავდა, ასეთ შემთხვევაში კი მას ნაკრების გაწვრთნაზე უარი უნდა ეთქვა.

„ვფიქრობ, სპალეტის პროექტი იტალიის ნაკრებში დასრულდა. მას უნდა ეყოს გამბედაობა და გუნდი დატოვოს, თუმცა ამის გაკეთებას ბევრი მწვრთნელი ვერ ახერხებს.“