ალისონი იუვენტუსში თამაშის წინააღმდეგი არ არის
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო ჩეჩარინის ინფორმაციით, ლივერპულის კარის დარაჯი ალისონი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
ლივერპული ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონს ითხოვს და დი გრეგორიოს გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსს ამ თანხის გადახდა არ გაუჭირდება.
პრობლემა ალისონის მაღალი ხელფასია. ის ლივერპულში წლიურად 8 მილიონს გამოიმუშავებს და იუვენტუსი მისთვის ანალოგიური გასამრჯელოს გადახდას არ აპირებს. ალისონს სერია ა-ში დასაბრუნებლად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
