ალბანეზე:“ კონტე იუვენტუსის ოცნებად რჩება“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა ჯოვანი ალბანეზემ დაადასტურა, რომ ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს გუნდში ანტონიო კონტეს დაბრუნება უნდა.
„ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში იგორ ტუდორის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება, თუმცა ეს მის დარჩენას არ ნიშნავს.
„ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომელიც იუვენტუსს ტუდორთან გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას აძლევს.
„იუვენტუსის ოცნებად ანტონიო კონტეს დაბრუნება რჩება, თუმცა ამ მომენტისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის საგზურზეა დამოკიდებული.“

 
                 
                 
                