TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი ემპოლისთან სასტარტო შემადგენლობაში იქნება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ვასილიე აჯიჩი დიდი ალბათობით ემპოლისთან მატჩში იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მონტენეგროელმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ბოლო დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, წყაროს ცნობით კი ტიაგო მოტა მის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, იუვეს ხელმძღვანელობამ აჯიჩი NextGen-ისთვის იყიდა, თუმცა მისი ძირითად გუნდში შენარჩუნება პირადად ტიაგო მოტას მოთხოვნა იყო და იტალიელი სპეციალისტი მზად არის, ახალგაზრდა ტალანტს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.