TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ადეიემის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დორტმუნდის გარემარბის კარიმ ადეიემის იუვენტუსში ტრანსფერი ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.

ფეხბურთელის იუვენტუსში გადასვლის სურვილის მიუხედავად, გერმანელები 22 წლის გარემარბის გაყიდვას არ აპირებენ და აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლიან, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს კი ბიანკონერის გეგმებში არ შედის.

იუვენტუსს ალტერნატიული ვარიანტები უკვე შერჩეული ჰყავს და მათ შორის პრიორიტეტები პორტუს გალენო და ფიორენტინას ნიკო გონსალესი გახლავთ.