TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დიდი კონკურენციის მიუხედავად, ადეიემის იუვენტუსში თამაში სურს

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, დორტმუნდის გარეამრბის კარიმ ადეიემის ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასტონ ვილა და ვესტ ჰემი იჩენენ, თუმცა თავად 22 წლის გარემარბს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

პრობლემა დორტმუნდის მიერ მოთხოვნილი 40-45 მილიონია, იუვენტუსი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 35 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.