TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლილის მთავარი მწვრთნელი იუვენტუსის სიაში

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი მწვრთნელის ძიებას აქტიურად აგრძელებს და მისი ერთ-ერთი სამიზნე ლილის თავკაცი ბრუნო გენესიო გახლავთ.

წყაროს ცნობით, 58 წლის სპეციალისტი ქარიზმატულ მწვრთნელად მოიაზრება, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობას არ ერიდება და კომოლის მსგავსად უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიის, მათ შორის სტატისტიკისა და ალგორითმის გამოყენება.

გენესიოს თამაშის სტილი პეპ გუარდიოლასას გავს და მისი პოტენციური გაფორმება ტურინულ გრანდს ჯონათან დევიდის ტრანსფერშიც დაეხმარება…

54 views
error: დაცული კონტენტი !