TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს, პარალელურად კი გიოკერეშზე მუშაობს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ნიგერიელი ფეხბურთელის იუვენტუსში მიყვანა კრისტიანო ჯუნტოლის ინიციატივა იყო, რომელსაც მხარს პირადად ჯონ ელკანი უჭერს და ჯუნტოლის გუნდიდან წასვლის მიუხედავად, ბიანკონერი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მოლაპარაკებებს აგრძელებს ვიქტორ გიოკერეშის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ამ მომენტისთვის სპორტინგის შემტევის ტრანსფერისთვის ბრძოლაში გამოკვეთლი ფავორიტი არსენალია.

error: დაცული კონტენტი !