TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ვენეციას კავილიას ფასი შეუთვალა

იუვენტუსსა და ვენეციას შორის ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და მის კონტრაქტში პუნქტის ჩადება სურს, რაც მომავალში ბიანკონერის ფეხბურთელის დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ვენეცია თავის მხრივ კავილიას იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.