იუვენტუსმა გიოკერეშის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, გუნდის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეებიც იცვლება და გამონაკლისი არც შეტევის ხაზი გახლავთ.
თუ აქამდე იუვენტუსის მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იყო, ახლა ტურინული გრანდი სპორტინგის ფორვარდის ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე გადაერთო.
პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ბოლო საათებში 26 წლის ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია იუვენტუსმა და ჩელსიმ გამოითხოვეს.
ამ მომენტისთვის ფავორიტად არსენალი მოიაზრება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
იუვენტუსს შვედი ფორვარდის გაფორმება დაახლოებით 65-70 მილიონად შეეძლება, მისი ხელფასი კი გუნდს ოსიმენზე გაცილებით ნაკლები დაუჯდება.

 
                 
                 
                