გუნდში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, ტონალი იუვენტუსის სამიზნედ რჩება
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, გუნდში მეტი იტალიელი ფეხბურთელის ხილვა პირადად ჯონ ელკანს სურს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის გუნდიდან წასვლა ტონალის მიმართ იუვენტუსის ინტერესს არ ცვლის.
მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი ტონალის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ ეცდება, რაც გუნდის ახალი მენეჯმენტი ჩამოყალიბდება.
ტონალის ალტერნატივად ბენფიკას 25 წლის ნახევარმცველი ფლორენტინო ლუისი მოიაზრება, მისი გაფორმება გაცილებით იაფად, დაახლოებით 25-30 მილიონად იქნება შესაძლებელი.