TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი კონტეს ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნაპოლი კონტეს შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს და ცოტა ხნის წინ იტალიელ სპეციალისტს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ნაპოლი კონტეს ხელშეკრულების 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, კონტე დიდი ალბათობით ნაპოლის წინადადებას მიიღებს და პარტენოპეის რიგებში დარჩება.

error: დაცული კონტენტი !