ბრემერი:“ ვწუხვარ, რომ ამ სეზონში გუნდს ვერ დავეხმარე…“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა სოციალურ ქსელში გასული სეზონი შეაფასა.
„ეს იყო სეზონი, რომელმაც გარკვეული იმედგაცრუება დაგვიტოვა. ჩვენ ქომაგებისთვის უფრო მეტი სიხარულის მიცემა გვსურდა, რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლას ჩვენი ისტორია მოითხოვს.
„ვწუხვარ, რომ ამ სეზონში ჩემი თანაგუნდელების გვერდით ამ მაისურისთვის ბრძოლის საშუალება არ მომეცა, თუმცა ვცდილობდი, რომ გარკვეული წვლილი მოედანს მიღმა ჩემი მხარდაჭერით შემეტანა.
„ახლა ჩვენ მომდევნო სეზონისთვის ვემზადებით, რომელშიც გაცილებით მეტი მოგვეთხოვება და ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. როგორც ყოველთვის, Fino Alla Fine!”