TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბრემერი სავარაუდოდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

Sky Sport-ის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი დიდი ალბათობით გუნდს ვერც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი შტატებში გუნდთან ერთად გაემგზავრება და მათთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა ყოველგვარი რისკის თავიდან ასარიდებლად, ბრემერი ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს სურს, რომ გლეისონი მომდევნო სეზონის სტარტს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს და არანაირ რისკზე წასვლას არ აპირებს.

error: დაცული კონტენტი !