ლეჩეს ფორვარდი იუვენტუსის სიაში
იუვენტუსი სათადარიგო ფორვარდის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ლეჩეს შემტევი ნიკოლა კრსტოვიჩი გახლავთ.
25 წლის შემტევმა გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტურინულ გრანდს მონტენეგროელი ფეხბურთელის გაფორმება 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.