TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონტე ნაპოლიში დარჩენას სერიოზულად განიხილავს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე შესაძლოა ნაპოლის რიგებში დარჩეს.

წყაროს ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე კონტემ აურელიო დე ლაურენტისისგან გარანტიები მიიღო, რომ გუნდი სატრანსფერო ფანჯრაზე იაქტიურებს და შემადგნელობის გაძლიერებას გააგრძელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რომ არა იუვენტუსის ინტერესი, კონტე ნაპოლიში დარჩენას უკვე დათანხმდებოდა. მოსალოდნელია, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო 2 დღეში მიიღებს.

53 views
error: დაცული კონტენტი !