არტური იუვენტუსში ბრუნდება
არტური ჟირონას დაემშვიდობა და იუვენტუსის რიგებს უბრუნდება, თუმცა ის ბიანკონერის გეგმებში არ შედის და ტურინელები ბრაზილიელის საბოლოოდ გაყიდვას ეცდებიან.
არტურმა ჟირონაში საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი გაატარა, თუმცა ესპანელებმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვეს და ის იუვენტუსს დაუბრუნდა.
ტურინული გრანდი ზაფხულში ბრაზილიელის 15 მილიონად გაყიდვას ეცდება.