იუვენტუსი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი ვიქტორის სანაცვლოდ 75-80 მილიონის დახაჯრვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა არაბული გუნდების მხრიდან არსებული ინტერესია.
ალ-ჰილალი ოსიმენს 3 წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 35-40 მილიონ ევროს სთავაზობს, ამიტომ ოსიმენს ევროპულ ფეხბურთსა და მდიდარ კონტრაქტს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.