TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისის წასვლა გამოირიცხა, ის გუნდის პროექტის სახე ხდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, იუვენტუსიდან კენან ილდისის გაშვება საბოლოოდ გამოირიცხა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი თურქი ფეხბურთელის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს და ის გუნდის პროექტის მთავარი ფიგურა გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ილდისთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებას უკვე განიხილავს იმის მიუხედავად, რომ 20 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

error: დაცული კონტენტი !