იუვენტუსი დევიდის ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში ეცდება
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის აგენტთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს და ტრანსფერის დახურვას ეცდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კანადელ ფორვარდს 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის გარდა კი ერთჯერადი ბონუსისა და აგენტის საკომისიოს სახით ბინაკონერი 20 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.
დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის დევიდის ტრანსფერში ფავორიტად მოიაზრება.