რა დაუჯდება იუვენტუსს ტუდორთან კონტრაქტის გაწყვეტა…
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, იგორ ტუდორის კონტრაქტი იუვენტუსთან 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდა.
კონტრაქტის მიხედვით, ტუდორი ტურინულ გრანდში მომდევნო სეზონის ბოლომდე დარჩება და მისი გასამრჯელო 2 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, ტურინულ გრანდს ხორვატი სპეციალისტის კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია, თუმცა სანაცვლოდ მისთვის კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.