იუვენტუსი ბელგიელი ტალანტის ტრანსფერზე გააქტიურდა
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი სტრასბურგის ფეხბურთელის დიეგო მორეირას ტრანსფერით ინტერესდება.
20 წლის ბელგიელმა ფრანგული გუნდის რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მან არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ბელგიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.