კონტეს იუვენტუსში დაბრუნების საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება
იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტე იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის და იტალიელი სპეციალისტის სიტუაცია უახლოეს საათებში საბოლოოდ გაირკვევა.
დღეს ნაპოლი რომის პაპს ესტუმრება, ხვალ კი რომში კონტესა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა შედგება, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ანტონიო ნეაპოლში.
SportItalia-ს ცნობით, კონტე დიდი ალბათობით ნაპოლის დატოვებს და იუვენტუსში დაბრუნდება, ხოლო პარტენოპეი მის ნაცვლად მაქს ალეგრის გაფორმებას ეცდება.