TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ ჩვენ ბევრი ქულა გავანიავეთ, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ, ვინც ვენეციასთან მატჩის MVP გახდა, კომენტარი გააკეთა.

იგორ ტუდორის მატჩისშემდგომი კომენტარი იხილეთ აქ.

„მინდა ბიჭებს მივულოცო და მადლობა გადავუხადო, ჩვენ მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთეთ და ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„სეზონის მსვლელობისას ბევრი შეცდომა დავუშვით, ბევრი ქულა გავანიავეთ, თუმცა საბოლოო ჯამში მთავარ მიზანს, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზური გახლავთ, მივაღწიეთ.

„მადლობა მწვრთნელს, რომელიც რთულ დროს მოვიდა, მოიტანა ენთუზიაზმი და საჭირო დახმარება გაგვიწია.

„11-მეტრიანი ? მე მიხარია და ამაყი ვარ, რომ პენალტის გატანა შევძელი. მე გუნდის კაპიტანი ვარ, ამიტომ ავიღე ეს პასუხისმგებლობა.“

error: დაცული კონტენტი !