ფიორენტინამ ფაჯოლი გამოისყიდა
ნიკოლო ფაჯოლი ფიორენტინას სრულფასოვანი წევრი გახდა.
ფლორენციელებმა სერია ა-ს ბოლო ტურში ლაციოს მარცხით ისარგებლეს, უდინეზესთან გამარჯვებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდეს და ამით ფაჯოლის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ავტომატურად გააქტიურდა, რომლის მიხედვითაც იუვენტუსი ნიკოლოს სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს მიიღებს.
ფიორენტინა ფაჯოლის გამოსყიდვას არ აპირებდა, თუმცა ევროპულ ტურნირზე გასვლის გამო მათ იტალიელის გამოსყიდვა მოუწიათ.