დელა ვალე:“ ტუდორი იუვენტუსს მუნდიალზეც უხელმძღვანელებს, შემდეგ კი ადგილს კონტეს დაუთმობს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიანა დელა ვალემ იუვენტუსში მწვრთნელის სიტუაციაზე ისაუბრა.
„იუვენტუსის გეგმები მწვრთნელის თაოაზე არ შეცვლილა. ტუდორი დიდი ალბათობით გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს, შემდეგ კი იუვენტუსი ანტონიო კონტეს დაბრუნებას გეგმავს.
„კონტე არის ადამიანი, ვისაც იუვენტუსში ახალი ციკლის დაწყება და გუნდის ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნება შეუძლია.“