გიოკერეშის გაფორმება დაახლოებით 65 მილიონის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის რიგებში ბოლო მატჩს ჩაატარებს, სეზონის ბოლოს კი გუნდს დატოვებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფორვარდის გაფორმება დაახლოებით 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ ვიქტორ ოსიმენი რჩება, თუმცა შვედი ფეხბურთელი ნიგერიელის ალტერნატივად მოიაზრება.