ტარდელი:“ კონტეს გაფორმებისა და 2 კარგი ტრანსფერის შემთხვევაში, იუვე სკუდეტოსთვის იბრძოლებს“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ Gazzetta-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის სეზონის შეჯამება ? გუნდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. ჩემპიონთა ლიგის საგზური იუვენტუსისთვის მინიმალური მიზანი უნდა იყოს, თუმცა საერთო ჯამში სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.
„ტუდორი ? ტუდორთან ერთად იუვენტუსი უფრო მებრძოლი და მოტივირებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგორს რაიმე სენსაციური არ გამოუგონებია, თუმცა ფეხბურთელებს თავიანთ პოზიციებზე ათამაშებს და მათ მოტივირებას უკეთ ახერხებს. მან გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მიპოვება მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.
„კონტე ? როგორც უკვე ვთქვი, ტუდორი კარგად მუშაობს, მაგრამ თუ შენ კონტეს გაფორმება შეგიძლია… ანტონიო არის მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონატებში გამარჯვება ყველაზე კარგად გამოსდის და ეს მან ნაპოლიშიც დაამტკიცა. 2-3 კარგი ტრანსფერი და კონტე ამ გუნდით სკუდეტოსთვის იბრძოლებს.“