დე ლაურენტისი:“ კონტეს მომავალი ? ბედნიერ ქორწინებას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება“
ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კონტე ? ქორწინება მაშინ არის ბედნიერი, თუ ორივე მხარე ერთად ბედნიერია, თუ რომელიმე მხარე ბედნიერი არ არის, სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ვნახოთ, რა მოხდება, ჩვენ ძალით არავის დაკავებას არ ვაპირებთ.“