იუვენტუსი ორი ტოპ ფორვარდის გაფორმებას გეგმავს
ალფრედო პედულამ შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის გეგმებზე ისაუბრა.
წყაროს ცნობით, ტურინული რანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ტოპ დონის ფორვარდის გაფორმებას გეგმავს.
პედულას თქმით, ვიქტორ ოსიმენი კვლავ ბიანკონერის პრიორიტეტია, მის გარდა კი იუვენტუსი დევიდის, ლუკას და რეტეგის კანდიდატურებს განიხილავს.