TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვენეციასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ნაპოლის ჩემპიონობა მივულოცო. პარტენოპეი მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობდა, იყო სტაბილური და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ხვალინდელ მატჩს რაც შეეხება, ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება. ვენეცია სახლში ძალიან კარგად თამაშობს, ისინი მოტივირებულები არიან, თუმცა ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად გვესმის და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

„ტრავმირებულები ? მაკკენიმ და ვეიგამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს, ნაწილობრივ გუნდთან იმუშავა კოპმეინერსმაც, გატის პრობლემების შესახებ კი კარგად იცით.

„როგორ შევაფასებდი იუვენტუსის სეზონს ? ამის გაკეთება ჩემი საქმე არ არის, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ამას შედეგები აჩვენებს.

„ჩემი მომავალი ? მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ვფიქრობ, მე და ჩემმა სტაფმა კარგად ვიმუშავეთ, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ხვალინდელი მატჩია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი გუნდის ხელმძღვანელობა იღებს.“

error: დაცული კონტენტი !