ედერსონი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ატალანტას ედერსონი იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
ტურინული გრანდი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და წყაროს ცნობით, 25 წლის ბრაზილიელი ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას ატლეტიკო, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი გაუწევენ.

 
                 
                 
                