ბრემერი დაბრუნებასთან ახლოს არის
იუვენტუსის მცველი გლეისონ ბრემერი ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და გუნდის განკარგულებაში დაბრუნებასთან ახლოს არის.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება მოუწია და პროცესში 43 მატჩი გამოტოვა.
იტალიური წყაროების ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო, გეგმის მიხედვით ის 2-3 კვირაში გუნდთან ერთად მუშაობას შეუდგება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს 14 ივნისს იღებს, იუვენტუსის განკარგულებაში იქნება.

 
                 
                 
                