მბანგულა იუვენტუსს დატოვებს
ალფრედო პედულას ინფორმაციით, სამუელ მბანგულა სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ბელგიელი ტალანტის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, იუვენტუსი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
მბანგულას გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი ბოლონიაა და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ის დან ნდოიეს ტრანსფერში გამოიყენოს.

 
                 
                 
                