მოტამ შესაძლოა მილანი ჩაიბაროს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როსონერის პრიორიტეტული სამიზნეები ტიაგო მოტა და მაქს ალეგრი არიან.
ტიაგო მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს და მისი ფეხბურთში დაბრუნება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაუზოგავს.
ალეგრის გაფორმებას მილანთან ერთად ნაპოლიც ცდილობს, ამიტომ დიდია ალბათობა, მოტა მომდევნო სეზონში როსონერის სათავეში ვიხილოთ.
