ალბერტო კოშტას მიმართ ინტერესს 4 გუნდი იჩენს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელის ალბერტო კოშტას ტრანსფერით სპორტინგი, ბენფიკა, ბრაიტონი და გალათასარაი ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, გუნდებმა 21 წლის ტალანტის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს, მაგრამ მისი გაყიდვა ჯერჯერობით ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის.
ტუდორის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, კოშტამ თავის წარმოჩენის შანსი მიიღო, რომელიც მან ძალიან კარგად გამოიყენა, ამიტომ ბიანკონერი პორტუგალიელის შენარჩნებას გეგმავს.

 
                 
                 
                