პედულა:“ ოსიმენის თაობაზე არაფერი შეცვლილა, მისი პრიორიტეტი იუვენტუსია“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმენის პრიორიტეტი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა.
„როგორც უკვე ვთქვი, ვიქტორ ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა, ხოლო ნიგერიელის სურვილი კარიერის ტურინში გაგრძელებაა.
„ოსიმენის ნაპოლიდან წასვლა კონტეს გადაწყვეტილება არ ყოფილა, ვიქტორს ნაპოლის დატოვება გუნდში ანტონიოს მისვლამდე სურდა, ამიტომ კონტეს იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებას ამ ტრანსფერთან საერთო არაფერი აქვს.“

 
                 
                 
                