იუვე და პსჟ კოლოს თაობაზე თვის ბოლოს შეხვდებიან
რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში დარჩენის საკითხი მიმდინარე თვის ბოლოს გადაწყდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის წარმომადგენლები პსჟ-ს მომდევნო კვირის ბოლოს შეხვდებიან და ფრანგი ფორვარდის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.
ტურინული გრანდი კოლოს იჯარის გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
