TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალათასარაი ვლაჰოვიჩის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს

გალათასარაი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის ძიებაშია და თურქული გუნდის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის შემტევი დუშან ვლაჰოვიჩია.

Tuttomercato-ს ცნობით, თურქებმა ოსიმენის შენარჩუნება ცადეს, თუმცა ნიგერიელი ფორვარდის გაფორმება მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ ალტერნატიული სამიზნეების ძიებას შეუდგნენ.

ვლაჰოვიჩის წასვლა იუვენტუსიდან სეზონის ბოლოს უკვე გადაწყვეტილია, ბიანკონერი მის სანაცვლოდ 40-50 მილიონის გამომუშავებას და მიღებული თანხის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში გამოყენებას გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !