TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და კონტეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ანტონიო კონტეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, კონტეს იუვენტუსში დაბრუნება უკვე დიდი ხანია უნდა და მასთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება, თუმცა ანტონიოს სურს, რომ გუნდმა სატრანსფერო ფანჯრაზე იაქტიუროს და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიეროს.

დი ნატალეს ცნობით, ამ მომენტისთვის ანტონიო კონტე არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელთანაც იუვენტუსი მოლაპარაკებებს აწარმოებს და ის ტუდორის პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრება, თუ იგორი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

47 views
error: დაცული კონტენტი !