იუვე ბენევენტოს იტალიელი ტალანტით ინტერესდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ბენევენტოს კარის დარაჯის ალესანდრო ნუნციანტეს ტრანსფერით ინტერესდება.
18 წლის კარის დარაჯი იტალიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრება და მის მიმართ ინტერესს იუვენტუსთან ერთად არაერთი ევროული გრანდი იჩენს.
ბენევენტო იტალიელი კიპერის სანაცვლოდ 3-4 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი მის გაფორმებას და NextGen-ის რიგებში გაშვებას გეგმავს.

 
                 
                 
                