კასანო:“ ტუდორის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსში იგორ ტუდორის მუშაობა შეაფასა.
„იუვენტუსის იდენტობა სირბილი, ბრძოლა და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთებაა, ეს გუნდს სეზონის პირველ ნახევარში დაკარგული ჰქონდა, ტუდორის მისვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
„იგორის სათამაშო სტილი და მისი მიდგომა ძალიან მომწონს, ის გასპერინის მაგონებს და ვფიქრობ, იგორი იუვენტუსში დარჩენას იმსახურებს.“