ჩელსიმ იუვენტუსს ვეიგას ფასი შეუთვალა
იუვენტუსი რენატუ ვეიგას შენარჩუნებაზე მუშაობს, თუმცა ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში დარჩება.
Tuttosport-ის ცნობით, ჩელსი ვეიგას გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი ვეიგას იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ცდილობს, მისი შემდგომში 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.