TuttoJuve

Juve per sempre sarà

დუგლას ლუისი იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება

იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებას აგრძელებს და ბოლო დღეებში იტალიურ მედიაში ასტონ ვილას ფეხბურთელი დუგლას ლუისი აქტიურად განიხილება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეკონომიკური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით, კრისტიანო ჯუნტოლი 26 წლის ბრაზილიელს გუნდის გაძლიერების იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.

წყაროს ინფორმაციით, ასტონ ვილა უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება, ამიტომ მხარეები ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ, ტურინულ გრანდს კი 7-8 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !