მანჩესტერი დუგლას ლუისის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება
ბრიტანული გამოცემა Sport Witness-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი სეზონის ბოლოს იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ის დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ლუისის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. მანჩესტერის გარდა, ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ნიუკასლიც ინტერესდება.

 
                 
                 
                