ოსიმენის გარდა, იუვენტუსი სათადარიგო ფორვარდის ძიებაშია
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ ორი ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და ტურინულ გრანდს მთავარი სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
ბიანკონერის პრიორიტეტი ვიქტორ ოსიმენია და მის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ამის გარდა კი კრისტაინო ჯუნტოლის სათადარიგო ფორვარდის გაფორმება სურს.
SportItalia-ს ცნობით, სკამის გასაძლიერებლდ იუვენტუსის მთავარი სამიზნე უდინეზეს იტალიელი შემტევი ლორენცო ლუკა გახლავთ, მისი ფასი დაახლოებით 20-25 მილიონია.