ჯუნტოლის იუვენტუსიდან წასვლა არ განიხილება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ტურინული გრანდის რიგებიდან კრისტიანო ჯუნტოლის წასვლა არც კი განიხილება.
გასულ კვირებში ჯუნტოლის შესაძლო წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, მაგრამ ალბანეზეს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს გუნდის ხელმძღვანელობის სრული ნდობა აქვს და ის ბიანონერის რიგებში მუშაობას გააგრძელებს.

 
                 
                 
                