TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: იუვენტუსს მაისურის ახალი სპონსორები ჰყავს

იუვენტუსმა მაისურის მთავარ სპონსორებთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

ტურინული გრანდის მაისურის წინა მხარეს მომდევნო მატჩიდან Jeep-ისა და Visit Detroit-ის ლოგოები დაერთვება.

იუვენტუსი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მაისურის ახალი სპონსორებისგან 69 მილიონ ევროს, ასევე მოედანზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გარკვეულ ბონუსებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მაისურზე მხოლოდ Jeep-ის ლოგო იქნება ასახული, Visit Detroit-თან შეთანხმება კი მხოლოდ იტალიის შიდა ჩემპიონატებზეა გათვლილი.

error: დაცული კონტენტი !